LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი კიმ კარდაშიანის პირადი დიზაინერი ხდება (ფოტო)

100

კანიე უესტი რომ კიმ კარდაშიანის გავლენის ქვეშ მოექცა, მედიისთვის დიდი ხანია ცნობილია. მუსიკოსს ჯერ კარდაშიანის პირადი მცველი, შემდეგ ბავშვების ძიძა და ამჯერად უკვე პირადი დიზაინერი შეარქვეს. პაპარაცებმა პოპულარული წყვილი მაიამიში რესტორანთან გადაიღეს. კანიე უესტი ცდილობდა დაეფარა კიმ კარდაშიანის მკერდი ცნობისმოყვარე პაპარაცებისგან. რეალითი-შოუს ვარსკვლავი გამჭვირვალე შავ ბოდეში,  ფაქტობრივად შიშველი მკერდით გადმოვიდა მანქანიდან. კანიე საგულდაგულოდ ცდილობდა კარდაშიანისთვის სამოსის კორექტირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ სადილზეც კი კიმ კარდაშიანი ბრწყინავდა შავ ბოდეში, ჯინსის შარვალსა და მაღალქუსლიან ჩექმებში. რესტორანთან ფოტოგრაფებმა ასევე ხლოე და ქორთნი კარდაშიანები დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g