კანიე უესტი, უკმაყოფილოა ყოფილი მეუღლის, კიმ კარდაშიანისა და ლუის ჰამილტონის რომანით. წყაროს ცნობით ის „სიგიჟემდე“ ეჭვიანობს.
ინსაიდერის თქმით, 48 წლის მუსიკოსს რთულად გადააქვს ის ფაქტი, რომ მისი ყოფილი მეუღლე და მისი შვილების დედა, სხვა მამაკაცს ხვდება.
ვიდეო: პირველი საჯარო გამოჩენა – კიმ კარდაშიანი და მისი ახალი სატრფო, ლუის ჰამილტონი Super Bowl-ზე
„კანიე სიგიჟემდე ეჭვიანობს და ეს ყველაფერი მისთვის უცნაურად გამოიყურება. მას ყოველთვის უჭირდა ყოფილი ცოლის სხვა კაცთან ხილვა. ასე იყო პიტ დევიდსონთან მიმართებაშიც, ახლა კი იგივე ხდება ჰამილტონთან“, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავის ახალი რომანის შესახებ ცნობები იანვრის ბოლოს გავრცელდა. გასულ კვირას წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა, ისინი ერთად Super Bowl-ზე გამოჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ კიმ კარდაშიანი და ლუის ჰამილტონი ათ წელზე მეტია ერთმანეთს იცნობენ. ისინი მაშინ დაახლოვდნენ, როცა კიმი ჯერ კიდევ კანიე უესტზე იყო დაქორწინებული. კანიეს და კიმს წარსულში არაერთხელ გაუტარებიათ დრო „ფორმულა 1“- ის ვარსკვლავთან.


