LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის ანგელოზები: კარდაშიანი-ჯენერები თეთრებში (ფოტო/ვიდეო)

384

მედისონ სქვერ გარდენზე კანიე უესტის ახალი კოლექციის სპეციალური ჩვენება გაიმართა, რომელსაც თან ახლდა შოუს ელემენტები. კოლექცია არაფრით გამორჩეული არაა წინამორბედისგან. აქ უფრო საინტერესო იყო თავად პერფორმანსი და კარდაშიანი-ჯენერების საღამოს ლუქი.

კიმ კარდაშიანი კვლავ გაქერავდა მეუღლის შოუსთვის, რათა მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ახალი კოლექციის მთავარ ფერთან, ქლოე კარდაშიანი ლამარ ოდომის თანხლებით მივიდა ჩვენებაზე, რომელი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოდან გამოწერეს. იდენტურ თეთრ სვიტერებში მივიდნენ ჩვენებაზე კეიტლინ ჯენერი და კენდალ ჯენერი, ქლოე კარდაშიანი და კაილი ჯენერი კი ანათებდნენ გამჭვირვალე მარგალიტებით გაფორმებულ კაბებში. კრის ჯენერმა კი ბეწვს ვერ უღალატა და ამჯერად თეთრი ქურქით გამოჩნდა საზოგადოებაში. თავად კანიუ უესტს კი მაისური ეცვა, რომლის წინა მხარეს გარდაცვლილი დედა იყო გამოსახული, ხოლო უკანა მხარეს, კიმ კარდაშიანის მამა, რობერტ კარდაშიანი.

საპატიო სტუმრების ამპლუაში ასევე იყვნენ ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ანა ვინტური, ჯენიფერ ჰადსონი. შოუ ნაომი ქემბელმა გახსნა, მუსიკალურად კი ის  50 Cent-მა და ჯეი-ზიმ გააფორმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g