LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის მოვლა ზამთარში – სილამაზის აკადემია

443
ზაზა-თელია

კანის მოვლა ზამთარში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

როგორ აისახება ზამთარი და სიცივე კანზე?

ზამთრის სხვადასხვა ტრიგერები აისახება კანზე. აქ იგულისხმება ჰაერის ტემპერატურის ვარდნა, სიცივე, ყინვა, ტენიანობის დაცემა, ამას ხელს უწყობს სახლებსა და ოფისებში გათბობა. ტენიანობის დაცემა აშრობს კანს, განსაკუთრებით იმ ადამიანებსა და ბავშვებში, რომლის კანის მეტად რეაგირებს ასეთ ტრიგერებზე. ასევე საყურადღებოა ისეთი პაციენტები, რომლებსაც აქვთ ატოპიური დერმატიტი, როცა კანის ბარიერის დეფექტის გამო, კანი რეაგირებს ყველაფერზე. აქვე აღსანიშნავია როზაცეა, სენსიტიურ-მგრძნობიარე კანიც ზამთარში მწვავდება.

ბაზარი გაჯერებულია ბევრი პროდუქტით, რამდენად აქვს მომხმარებელს არჩევანის გაკეთების საშუალება?

მე ხშირად მითქვამს, რომ უფრო ძვირი პროდუქტი არ ნიშნავს უკეთესს. აბსოლუტურად ადეკვატური ბიუჯეტით შეგვიძლია ავირჩიოთ კარგი შემადგენლობის პროდუქტი. მინახავს ბევრი ძვირადღირებული პროდუქტი საშინელი შემადგენლობით, რომლებსაც აქვთ ისეთ ნივთიერები, რომლებიც აზიანებს კანს.

მშრალ და სენსიტიურ კანზე თუ ვსაუბრობთ, საჭიროა მსუყე დამატენიანებელი, ოკლუზიური ეფექტით. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს დამცავი აპკის პრინციპი და ჩვენ კანს იცავს. ჩვენი კანის აორთქლების ხარჯზე კარგავს სითხეს და გამოშრობის მიზეზიც ესაა. ასეთი პროდუქტად ითვლება გლიცერინი, ვაზელინზე დაფუძნებული ნივთიერებები. 

ეგრეთ წოდებული პარფიუმიანი პროდუქტები ასევე არ შეიძლება მშრალი კანისთვის. ანუ პროდუქტი, რომელსაც აქვს სუნი, არ აირჩიოთ. განსაკუთრებით ბავშვებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები