კანონს დაგროვებითი პენსიის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.მოდავე მხარე თვლის, რომ კანონი არაკონსტიტუციურია და როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის უფლებებს არღვევს.
სამოქალაქო სექტორი სადაოდ ხდის კანონის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საპენსიო რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა და რომელიც მოქალქეებს არ უტოვებს არჩევანს – სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა.
სარჩელში მითითებულია, რომ ეს რეგულაცია არ ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივ მდგომარეობას. ორგანიზაციის სარჩელი სასამართლოში დღეს შევა.
ორგანიზაცია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების მიერ დაგროვებული ფულის სესხებას პრობლემად მიიჩნევს. სადავოდ თვლიან ასევე სახელმწიფოს მიერ გადასახდელ ორ პროცენტსაც
„მიგვაჩნია, რომ დამსაქმებელს შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს უფლებამოსილება რომ მოქალაქეების მაგივრად გადაწყვიტოს, თუ როგორ არის უკეთესი მათი ქონების განკარგვა, რაც ამ შემთხვევაში ხდება.
არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც მოქალაქეები ამ თანხის დაკარგვის შემთხვევაში შეძლებენ მის ანაზღაურებას .ანუ სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ამ თანხის დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებაზე“-ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი ედუარდ მარიკაშვილი.
დაგროვებითი პენსიის სისტემა კი 1 იანვარიდან უკვე ამოქმედდა.