LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპიტოლიუმთან ტრამპის ქანდაკება დადგეს, თანაც ოქროსი

109
e875e00a-4b37-4998-a9a0-b6669815

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გიგანტური ქანდაკება კაპიტოლიუმის შენობასთან აღმართეს. როგორც გამოცემა wjla წერს, სკულპტურა არც მეტი არც ნაკლები ოქროსგანაა დამზადებული.

“ინსტალაციის მიზანი სახელმწიფო ვალუტის მომავლის შესახებ დისკუსიის გახსნაა. ის არის თანამედროვე პოლიტიკისა და ფინანსური ინოვაციების გადაკვეთის სიმბოლო.

ფედერალური სარეზერვო სისტემა ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ქანდაკება ადამიანებს კრიპტოვალუტის მზარდი გავლენის შესახებ დააფიქრებს“, – ნათქვამია კრიპტო ინვესტორთა ჯგუფის განცხადებაში, რომლის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიდგა ეს ქანდაკება.

ინსტალაცია რომელიც დროებითი იქნება, 3,6 მეტრის სიმაღლისაა. ოქროს ტრამპს ხელში ბიტკოინი უჭირავს და სიმბოლურად აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსების განაკვეთის გამოცხადების მოლოდინს ასახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები