კეიტ მოსისა და კარა დელევინის მეგობრობა საკმაოდ დიდი ხანია, რაც გრძელდება. ტოპ-მოდელებს არაერთხელ უპოზიორიათ ერთად ამა თუ იმ გამოცემისთვის. თუმცა, ამ დღეებში „ინსტაგრამზე“ 23 წლის კარამ ეროტიული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც მისი და კეიტ მოსის მიერ არის გადაღებული.
თავდაპირველად კარამ 41 წლის მოსის ფოტო გააზიარა, სადაც ნახევრად შიშველი მოდელი საწოლზე წევს. დელევინმა დაურთო წარწერა: „სუპერ კეიტი. ფოტო გადაღებულია ჩემს მიერ“.
მომდევნო ფოტოს კი თან ახლავს წარწერა: „სუპერ ქალი. ფოტო გადაღებულია კეიტ მოსის მიერ“.
როგორც ჩანს, დელევინმა მისი და კეიტ მოსის კამპანიისადმი ყურადღების მიქცევა ამ გზით გადაწყვიტა. მოდელები მილანში Mango-ს მაღაზიას წარმოადგენენ.