კარა დელევინი არა მხოლოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჩვენებასა და სარეკლამო კამპანიებში, არამედ ის შესანიშნავი მსახიობიცაა.
იმ ფონზე, როცა 26 წლის ვარსკვლავის შესაძლებლობებს საზღვარი არ უჩანს, ცნობილი გახდა, რომ მან კინოს შემდეგ, ძალების მოსინჯვა მუსიკაში სცადა და ბრიტანელი დიჯეის, Shy FX-ის ახალი სიმღერის ჩაწერაში, მონაწილეობა Sweetie Irie-თან ერთად მიიღო.
სიახლეს, რომელიც ქსელში კლიპთან ერთად გავრცელდა, Rudeboy Lovesong ჰქვია. შავ-თეთრი ვიდეო, რომლის გადაღებები ლონდონში, ფელიქს ბრედის რეჟისორობით შედგა, წყვილს შორის არსებულ წინაღობაზე მოგვითხრობს.
შეგახსენებთ, რომ კარა დელევინმა 2017 წელს, ლუკ ბესონის კინოფილმისთვის, ,,ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი” I Feel Everything ჩაწერა, რომელიც შეგვიძლია ახალგაზრდა ლამაზმანის სადებიუტო სინგლად შევაფასოთ.