„ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელებას”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.
ნათია თურნავას თქმითვე, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება. „ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იცავს თითოეული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული ადამიანები დაწესებულ რეკომენდაციებსა და წესებს, რადგან მხოლოდ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება და ჩვენ ეს არ დაგვჭირდება. არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ ეკონომიკას ხელი არ შეეშალოს. ვინაიდან ჩვენ უკვე გადავედით ადაპტირების ეტაპზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი, მეტ-ნაკლებად, ნორმალური ცხოვრების რეჟიმი გაგრძელდეს, კომპანიებმა იმუშაონ, ბიზნესმა დოვლათი შექმნას, საჯარო სტრუქტურებმა შეფერხების გარეშე გაარძელონ მუშაობა, ამ ადაპტირების პროცესში, ძირითად აქცენტს ე.წ. წერტილოვან გამოვლენაზე ვაკეთებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ადაპტაციის ეტაპის მთავარი არსი ისაა, რომ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად და მის მიუხედავად, ჩვენმა ეკონომიკამ მუშაობა გააგრძელოს.