კიმ კარდაშიანი ბოლო დროს ცდილობს დაამტკიცოს, რომ ავანგარდული სტილი კლასიკურით ჩაანაცვლა. ამჯერად რეალითი-შოუს ვარსკვლავი მეუღლესთან, კანიე უესტთან ერთად პაპარაცებმა საკმაოდ უცნაური ლუქით დააფიქსირეს. კარდაშიანი ფოტოგრაფებთან გამჭვირვალე კორსეტში, ბეწვის ქოშებსა და გრძელ მოსასხამში გამოჩნდა. არც ერთი სამოსი, რომელიც კარდაშიანმა შეარჩია, არ უხდებოდა ერთმანეთს.
ერმანეთთან შეუსაბამო სამოსს მისთვის ხელი არ შეუშლია თავი ფანტასტიურად ეგრძნო. ყოველთვის თავდაჯერებული სკანდალური ვარსკვლავი, ამჯერადაც ამაყად პოზირებდა ცნობისმოყვარე პაპარაცებისთვის.
