LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდიფო, ჩვენ მოვდივართ: ბებერი ქალბატონი ბებერ ევროპას უახლოვდება

139

„ბებერმა ქალბატონმა“ თავადები მოინელა და დიდი ალბათობით გადამწყვეტ ბრძოლაში „სამეფო კლუბი“ ელის. ტურინის „იუვენტუსი“ მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს: იტალიური გრანდი, რომელიც საშინაო ასპარეზზე ხელშეუხებელია კარგა ხანია ლამობს მთელ ევროპასაც დაუმტკიცოს თავისი უპირატესობა. ბოლო ორი სეზონია გუნდი მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ რაღაც აკლდებოდა. ეს რაღაც წელს შეიძლება „ჩემპიონთა თასის მცოდნე“ „რეალი“ იყოს, მაგრამ იტალიელებს შანსი ნამდვილად აქვთ.

 

„იუვემ“ ახალგაზრდა მეტოქეს უპირობოდ აჯობა და უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო გამარჯვება.
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა გახსნა, ხოლო 45-ეწუთზე სხვაობა ორამდე დანი ალვშემა გაზარდა.
სტუმრებიდან თავი 69-ე წუთზე კილიან მბაპემ გამოიჩინა.
ორი მატჩის ჯამში “იუვენტუსმა” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” ფინალში ნომინალური მასპინძელი იქნება.

„იუვენტუსი“ ფინალში ისე გავიდა, არ წაუგია: 12 თამაში, 9 მოგება და 3 ფრე. ასეთი რამ კი, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ ისტორიაში პირველად მოხდა – ანუ, „ბებერი ქალბატონი“ ფინალში დაუმარცხებელი პირველად გავიდა. საერთოდ, კი, ტურინულმა გრანდმა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრას ბოლო სამ სეზონში მეორედ უწია.

„იუვენტუსი“ – „მონაკო“ 2:1 (2:0)

ტურინი, „იუვენტუს სთედიუმი“, 40 244 მაყურებელი

„იუვენტუსი“: ბუფონი; ბარძალი (ბენატია 85), ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, პიანიჩი, ხედირა (მარკიზიო 10), ალექს სანდრო; დიბალა (კუადრადო 54), მანჯუკიჩი; იგუაინი

„მონაკო“: შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე; მენდი (ფაბინიო 54), ბაკაიოკო (ჟერმენი 78), მოუტინიო, ბერნარდო სილვა (ლემარი 69); ფალკაო, მბაპე

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (33), 2:0 დანი ალვეში (44), 2:1 მბაპე (69)

გაფრთხილება: ბონუჩი (73), მანჯუკიჩი (90) – ფალკაო (40), მენდი (51)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 11 (2) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g