LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარფური“ დისტრიბუტორებს პასუხობს: ჩვენ აქტიურად შეგვაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

203
4FA25CF0-067C-4358-B08A-6E869C55595C

Carrfour სარჩელზე, რომლის მიხედვითაც ქართველი დისტრიბუტორები მას სასამართლოში ნახევარი მილიონი ლარის ზარალზე ედავებიან, განცხადებას ავრცელებს.

„ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური”, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, „კარფურს“ აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.

წლების განმავლობაში, „კარფურის“ ქსელის გაფართოების საფუძველზე, კომპანიასთან ერთად მრავალი ადგილობრივი მწარმოებელი და მომწოდებელი განვითარდა და ასევე ქვეყანაში დასაქმდა 2500-მდე საქართველოს მოქალაქე. კომპანია „კარფური“ საქართველოში შემოსვლის დღიდან საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა, თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებს.

ამასთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. „კარფური“ არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქართველი მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიები  Carrfour–ს  სასამართლოში უჩივიან და 500 000 ლარამდე თანხას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g