LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგად ვარ, მოვედი ჯანზე” – მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანშია და გულშემატკივარს ვიდეომიმართვას უგზავნის

2838
მერაბსეფაშვილიი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის, შემდეგ აბასთუმანში ისვენებს. სწორედ აბასთუმნიდან ავრცელებს ვიდეომიმართვას მომღერალი და გულშემატკივარსა და ექიმებს მადლობას უხდის.

მერაბ სეფაშვილი დაგეგმილი ტურნეს გაგრძელებასაც აანონსებს.

“მადლობა მინდა გითხრათ, არ გამომივიდოდა მადლობა რომ არ მეთქვა, იმდენი მოკითხვა, სასიყვარულო სიტყვები იყო. კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ექიმებს, ლევან რატიანს, მის გუნდს. მადლობა ღმერთს, რომ მოვედი ჯანზე, კარგად ვიქნები, გავაგრძელებთ ტურნეს, ბათუმში დაიწყება კონცერტები. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით არ ვიცოდი”, – ამბობს მომღერალი.

მერაბ სეფაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

„უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ..“ – როგორია მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები