LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ..“ – როგორია მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა

1207
BeFunky-collage (40)

მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ამის შესახებ მომღერლის პროდიუსერმა, გია გოგორიშვილმა “ფორტუნასთან” განაცხადა. მისი თქმით, მომღერლის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა, შესაბამისად, ის პალატაში განაგრძობს მკურნალობას.

“სიცხემ დაუწია, რაც მთავარია რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა, მდგომარეობა უკეთესობისკენ არის.

მკურნალობა სწორი გზით მიდის, შედეგი გამოიღო ამ ერთ დღეში.. სატურაცია ნორმალურ ფარგლებშია და მკურნალობა პალატაში გრძელდება”, – განუცხადა მერაბ სეფაშვილის პროდიუსერმა “ფორტუნას”.

მანამდე გია გოგორიშვილმა მომღერლის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა მცირე ინფორმაცია.

“უამრავი ზარი და შეტყობინება მაქვს, ყველას ვერ ვპასუხობ , მერაბის მდგომარეობა უკეთესად არის, წევს პალატაში… სიცხემაც დაუწია,მკურნალობა მიმდინარეობს გრაფიკით, ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და თანადგომისთვის”, – წერს მერაბ სეფაშვილის პროდიუსერი.

მერაბ სეფაშვილის კონცერტები გადაიდო – მომღერალს ფილტვების ანთება აქვს და კლინიკაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g