ევროპის ქვეყნების უმეტეს ჩემპიონატებში სეზონი დასრულდა და შესაბამისად შეჯამების დროც დადგა. ინგლისში მთელ რიგ ნომინაციებში საუკეთესოები უკვე გამოავლინეს, ახლა კი ესპანეთის ჯერია. ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემა „მარკამ“ გასული სეზონის სიმბოლური გუნდები შეადგინა. გუნდები იმიტომ ვთქვით, რომ ორი ნაკრები ჩამოწერეს – ნაღდი, საუკეთესოების და ბანძი, ვინც იმედები ვერ გაამართლა.
დანარჩენი თქვენი საქმეა, დაეთანხმებით თუ არა, ოღონდ ერთი დაზუსტება – სიმბოლური შედგენილია გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე (დაახლოებით 70 ათასი გამოკითხული).
ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლური:
მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო, 49%);
მცველები: დაკონამ ჯენე (ხეტაფე, 11%), ჟერარ პიკე (ბარსელონა, 62%), ჟორდი ალბა (ბარსელონა, 8%);
ნახევარმცველები: პაბლო სარაბია (სევილია, 13%), დანიელ პარეხო (ვალენსია, 24%), როდრი (ატლეტიკო, 18%), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, 17%);
ფორარდები: იაგო ასპასი (სელტა, 8%), ქარიმ ბენზემა (რეალი, 9%), ლიონელ მესი (ბარსელონა, 77%).
სეზონის იმედგაცრუებათა ნაკრები
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი, 73%)
მცველები: ტეო ერნანდესი (რეალ სოსიედადი, 10%), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, 14%), მარსელო (რეალი, 71%)
ნახევარმცველები:ტაკაში ინუი (ალავესი, 2%), ისკო (რეალი, 23%), ტონი კროოსი (რეალი, 11%), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, 80%)
ფორვარდები: გარეთ ბეილი (რეალი, 68%), დიეგო კოშტა (ატლეტიკო, 9%), მარკო ასენსიო (რეალი, 8%).