LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი, დაგიმატებთ ფულს: ქალები კაცებს გაუთანაბრდებიან

117
1834661-38690451-2560-1440

სპონსორი აშშ-ს ქალთა ნაკრებს იმდენ ფულს გადაუხდის, რომ მათი ანაზღაურება მამაკაცებისას გაუთანაბრდეს.

კალიფორნიული კომპანია Clif Bar & Company დაპირდა, რომ დაფარავს მამაკაც და ქალ ნაკრებებს შორის არსებულ სახელფასო სხვაობას.

Washington Post-ის ინფორმაციით, თითოეული სპორტსმენი დაახლოებით 31 ათას ევროს მიიღებს. ერთი თვის წინ ქალთა ნაკრებმა აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა ხელფასების დისკრიმინაციის გამო.

„ჩვენ აშშ-ს ქალთა ნაკრების გულშემატკივრები ვართ და მოხარულები ვართ, რომ მივიღებთ ზომებს, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – ასე თქვა ფულის გადამხდელი კომპანიის თანამფლობელმა კიტ კროუფროდმა.

კაცმა ამერიკელებმა მსოფლიოს 2014 ჩემპიონატის შემდეგ ბონუსად 49 ათასი ევრო მიიღეს, ხოლო ქალებმა 2015 წლის მსოფლიო პირველობის შემდეგ 13.5 ათასი.
საერთო ჯამში ფეხბურთელებს თითქმის 640 ათასს ევროს გადაუხდიან.

ამერიკელი ქალები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები