ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დღეს დაგეგმილ აქციაზე წასვლას ვერ ახერხებს. თუმცა აღნიშნავს, რომ ევროპულ კურსს სრულად უჭერს მხარს.
„დღეს აქციაზე ვერ მოვდივარ, მაგრამ მოგესალმებით შიგ ევროპიდან, აქაური ქუდიც დავიხურე და თმის სამაგრს იარლიყი არ მოვხსენი, ასე ვიარე დილიდან საღამომდე, უნებლიედ, მაგრამ ნიშნად იმისა, რომ თუმცა ძველი, მაგრამ მაინც ახალთახალი ევროპელი ვარ.
კარგი სახლის ღია კართან დიდხანს მხოლოდ სულელები დგანან. არ დავთმობ. არ დავთმოთ“. – ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.