კარგია თუ ცუდია მოუსვენარი ფეხებს სინდრომი? – ამ საკითხზე ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ღოღობერიძე ამბობს, რომ ფეხების უნებლიე მოძრაობის მიზეზები შესაძლოა იყოს სტრესი, უძილობა, დიდი რაოდენობით კოფეინი, ენერგეტიკული სასმელები ან რკინის ნაკლებობა, თუმცა სპეციალისტის თქმით, თუ ამ მიზეზებს გამოვრიცხავთ და ყველაფერი რიგზეა, მაშინ დადებითიც კი არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის მოუსვენარი ფეხების სინდრომი.
ექიმი ფეხების უნებლიე მოძრაობის დადებით თვისებებს დეტალურად უხსნის თავის გამომწერებს:
„როცა ვინმეს აქვს მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ფეხებს უნებლიედ ამოძრავებს, ოჯახის წევრები ეუბნებიან, ნუ ამოძრავებ ფეხებს, არ შეიძლებაო.
კარგია თუ ცუდია მოუსვენარი ფეხებს სინდრომი?
ასეთ დროს მიზეზები შესაძლოა იყოს სტრესი, უძილობა, დიდი რაოდენობით კოფეინი, ენერგეტიკული სასმელები ან რკინის ნაკლებობა, ამიტომ უნდა გადავამოწმოთ ფერიტინი.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი რეალობაში საერთოდ არ არის ცუდი ჩვენი სხეულისთვის. როცა ასე ვინმე ფეხებს ამოძრავებს, ეს ყოველდღიურობაში სხეულს აწვევინებს 350 ექსტრა კალორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი პასიურად უფრო მიდრეკილი ხდება წონაში კლებისკენ და ინსულინზე მგრძნობელობა იზრდება
მაგრამ რა არის ამ ყველაფერში მთელი ბრწყინვალება?
როცა ფეხს ასე ადამიანი ამოძრავებს, ამ დროს კანჭის კუნთები იკუმშება, კუნთები აწვება ვენებს და ლიმფურ ძარღვებს, შესაბამისად სისხლი და ლიმფა უფრო კარგად მოძრაობს ქვედა კიდურებიდან გულისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლით მომარაგება ქვედა კიდურებში უმჯობესდება, იკლებს შეშუპების ხარისხიც. ასე, რომ როდესაც ვინმეს დაინახავ, რომ ფეხების ასეთი უნებლიე მოძრაობები აქვს, შეემოწმეთ რკინის ნაკლებობაზე, მაგრამ არ დაუშალო,რადგან ეს სხეულისთვის ცუდი საერთოდ არ არის“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
