LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარის მეზობლები იყვნენ, ძმაკაცობდნენ, სულ ერთად იყვნენ, განუყრელად“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

1438
ტრაგედია

„მშობ­ლე­ბი ეძებ­დნენ, ხალ­ხმა რომ გა­ვი­გეთ ბავ­შვე­ბი და­ი­კარ­გაო, ყვე­ლა დავ­ნა­წილ­დით და ვე­ძებ­დით“, – ამის შე­სა­ხებ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი „რუს­თა­ვი 2“-თან ჰყვე­ბა.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ბავშვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

„3-4 სა­ა­თი ბავ­შვე­ბი რომ აღარ მი­ვიდ­ნენ…

დღი­სით მოხ­და, ბა­ბუ­ამ ამო­იყ­ვა­ნა…

მისი ბა­ბუა მო­ვი­და და შვი­ლიშ­ვი­ლებს ვერ ვპო­უ­ლო­ბო.

კა­რის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ბი­ჭე­ბი, ძმა­კა­ცობ­დნენ, სულ ერ­თად იყ­ვნენ გა­ნუყ­რე­ლად”, – ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g