საქართველოში გაყინული კარტოფილი ფრის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია „ფრეკომ“ წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ქურდაძე „ბიზნეს ფორმულასთან“ ამბობს, რომ მიზეზი შემცირებული მოთხოვნაა.
„ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ჰორეკა სექტორია, რომელიც პანდემიის გამო დიდი შეფერხებებით ფუნქციონირებს. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს კომპანიის ბრუნვა 1 მილიონ ლარს აჭარბებდა. დღეს კარტოფილი ფრიზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, განახევრდა, რასაც იმპორტი სრულად აკმაყოფილებს. ამ სიტუაციაში საქმიანობის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ“,- ამბობს ქურდაძე „ბიზნეს ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, „ფრეკო“ არის კარტოფილი ფრის მწარმოებელი პირველი თანამედროვე კომპანია საქართველოში. „ფრეკოს“ კარტოფილი ფრი მზადდება ახალციხის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის კარტოფილზე.