LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშიას ზედიზედ მესამე გოლი, ყაზაიშვილმაც დაიწყო გატანა

31

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურში არნემის “ვიტესმა” “გრააპსხაპი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულოს სამიდან ორი გოლი ქართველი ლეგიონერების ანგარიშზეა: მასპინძლები გურამ კაშიამ მე-6 წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა. არნემელთა კაპიტანი ზედიზედ მესამე მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

21-წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

73-ე წუთზე მესამე გოლი ალბანელმა ნახევარმცველმა მილოტ რაშიცამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

“ვიტესს”  6 ტურის შემდეგ 10 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. “გრააპსხაპი”  კი 0 ქულით ცხრილის ფსკერზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები