კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 2 469 049 ლარია.
მათივე ცნობით, უკვე დასრულებულია სასტუმროს შენობის, საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზის, სავარჯიშო სპორტ-დარბაზისა და ფიტნეს დარბაზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საქვაბის, საპირფარეშოებისა და კალათბურთის დარბაზის ლესვითი სამუშაოები. სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დასაწყისში დაიწყო დადასკვნით ფაზაშია.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.
