LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიის სკოლებში მობილური ტელეფონები აკრძალეს

151
Education,,High,School,,Learning,,Technology,And,People,Concept,-,Student

ესპანური კატალონიის ხელისუფლებამ სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალა. უფრო ზუსტად კი სმარტფონებს სასწავლო პროცესის განმავლობაში 12 წლამდე ბავშვები ვეღარ მოიხმარენ. ასევე შეეზღუდებათ ტელეფონებზე წვდომა 16 წლამდე მოზარდებსაც.

ანალოგიური გადაწყვეტილება მადრიდში 2021 წელს მიიღეს და მოსწავლეებს სკოლის ტერიტორიაზე სმარტფონების გამოყენება სასტიკად აუკრძალეს.

სმარტფონების გამოყენება აკრძალეს როგორც გაკვეთილებზე, ასევე შესვენებებზე. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ გაკვეთილებზე, რომელზე მობილური მოწყობილები დავალების შესასრულებლადაა საჭირო. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში სმარტფონების გამოყენება შშმ პირებსაც შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები