LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატასტროფა იყო, როცა რამდენიმე მოსამართლემ თქვა, რომ 2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყო, ეს ხალხი დღეს თავიდანაა წარდგენილი: გახარია

44
გახარია-3

უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების განწესებას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ეხმიანება და აცხადებს, რომ „კატასტროფა იყო, როცა რამდენიმე მოსამართლემ თქვა, რომ 2012 წლამდე სასამართლო დამოუკიდებელი იყო, ეს ხალხი დღეს თავიდანაა წარდგენილი“.

გახარიას თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაა.

„კატასტროფა იყო, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი, რომ გამწესდეს მუდმივ მოსამართლედ. ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებს ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია! კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება.

როდესაც შენ – ხელისუფლება, ვალდებულებას იღებ, საერთაშორისო თანამშრომლობის, საერთაშორისო შუამდგომლობის და მედიაციის პირობებში შეთანხმებას აწერ ხელს, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ვალდებულებები გაქვს და შემდგომ ეძებ შემოვლით გზებს, რომ ეს ვალდებულებები არ შეასრულო და არ გაითვალისწინო – ეს, რა თქმა უნდა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის და სახელმწიფოს დისკრედიტაციას ახდენს – ესეც ყველას უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარულები