LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მითითებაა რუსულ მანქანებზე ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით, ეს არის ტყუილი“ – ვიცე-მერი განმარტებას აკეთებს

123
ირაკლი ხმალაძე - ფორტუნა

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსული ნომრით მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის მცდარი“, – აცხადებს თბილისის თბილისის ვიცე-მერი.

ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს.

„დედაქალაქში კვირაში ხუთი დღე ავტომობილს იყენებს მფლობელების 97%“ – კახა კალაძე

„იცით, რომ საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილი სისტემაა და ჩვენს პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ, სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრით მოძრავ მანქანასა და პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვთ. მანქანას ხომ არ აჯარიმებ, აჯარიმებ ფიზიკურ პირს, ვინც არის მისი მფლობელი ან მესაკუთრე. შესაბამისად, იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ფლობენ ჩვენი ოპერატორები, ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანის მფლობელისა ან შემომყვანის შესახებ. შესაბამისად, როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემის მიღება და უშუალოდ მუნიციპალიტეტი მას ვერ აჯარიმებს. მაგრამ შსს-ის საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე და ისინი აჯარიმებენ. ერთადერთი შემთხვევა, რა დროსაც შეუძლია თვითონ ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას ჯარიმა გამოწეროს, არის ის, როცა მძღოლი იქ იმყოფება. კატეგორიულად გამოვრიცხავ და მცდარია ის დაშვება და ის ინფორმაცია, რომ მითითებაა რუსულ მანქანებზე ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით, ეს არის ტყუილი. ჩემი აზრით, ამ ვიდეოს გამავრცელებელმაც ცოტა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ასეთი ინსტრუქცია არ არსებობს.

ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებსა და შსს-სთან ელექტრონული ბაზების დამეგობრებაზე, რათა ჩვენც მივიღოთ უცხოური ნომრით მოსიარულე მანქანებთან დაკავშირებით მონაცემები და შევძლოთ ჯარიმის გამოწერა ისეთ შემთხვევაშიც, როცა მძღოლი ადგილზე არ იმყოფება. მაგრამ თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება ან ზის საჭესთან, ჩვენც შეგვიძლია ამ ადამიანის დაჯარიმება“, – განაცხადა ხმალაძემ.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაზრდილია 43%-ით… რეფორმა სწორი მიმართულებით მიდის“ – კახა კალაძე

კალაძე: „ბევრი საუბრობს საცობებზე, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ.. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, კაცო?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g