LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს“ – გენერლები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა 

104
მამუკა ყურაშვილი, ზაზა გოგავა

„მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას – ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით“,– ამის შესახებ ნათქვამია გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებაშია.

ყურაშვილისა და გოგავას განცხადებაში ნათქვამია, რომ „ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები პირიქით – ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“.

ირაკლი ნადირაძე: 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოდის ასობით ათასი გაბრაზებული, გადაგდებული ადამიანი, ვისაც ეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არ დაედგომებათ – 5 ოქტომბრიდან აღმშენებლობას დავიწყებთ, აქ იქნება დემოკრატიის ზეიმი

„ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა ე.წ. ლიდერის ყველა განცხადებაში, ყველა ბრიფინგში, ყველა წერილში გამოსჭვივის ერთადერთი გრძნობა და ამას ჰქვია შიშის გრძნობა“

როგორც გენერლები აღნიშნავენ, „ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან“.

„ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკან დახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას. ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით.

ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით – ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას“, – აღნიშნულია მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადებაში.

ირაკლი კირცხალია: „ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე სახის ესკალაციას შეეცადოს რუსთაველის გამზირზე, ან რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რომელიც დაარღვევს კანონს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“

„ახლოვდება 4 ოქტომბერი ყველაფერი გაკეთდება იმისთვის ჩვენი მხრიდან და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიაროს 64-ვე მუნიციპალიტეტში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g