კბილის აბსცესი არის ჩირქოვანი ადგილი, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ფესვის წვერზე, კბილის ფესვის მხარეს. კბილის აბსცესის სამი ფორმა არსებობს: ღრძილების, პაროდონტალური (როდესაც ინფექცია აზიანებს ღრძილებს ფესვის მხარეს, პერიაპიკალური, როდესაც აბსცესი ჩნდება კბილის ფესვის წვერზე.
ადამიანთა უმეტესობაში ტკივილი ჩნდება უეცრად და დროთა განმავლობაში ძლიერდება. ტკივილი ვრცელდება ყბის ძვალზე, კისერზე და ყურებზე.
დაავადების ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი დაზიანებულ კბილის მიდამოში, ცუდი გემო, გაზრდილი მგრძნობელობა ცხელი ან ცივი საკვების მიმართ, პრობლემები ყლაპვასთან დაკავშირებით, პრობლემები ღეჭვისა და პირის გახსნის დროს, უძილობა, შეშუპებული სახე.

ღრძილებში ან კბილებში შემავალი ბაქტერიები იწვევს ინფექციას.
დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიაშუროთ ექიმს. ასეთმა სტომატოლოგიურმა დაავადებებმა, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე გართულებები. აუცილებელია კბილის კარიესის თავიდან აცილება, რათა თავიდან იქნას აცილებული კბილის აბსცესი. კბილის აბსცესი არის სტომატოლოგიური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მნიშვნელოვან ტკივილს და დისკომფორტს.