ლოს-ანჯელესში რაიან ჯონსონის ფილმის, Glass Onion: A Knives Out Mystery პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და კეიტ ჰადსონი ასრულებენ. მართალია, კრეიგმა პრემიერა გამოტოვა, თუმცა წითელ ხალიჩაზე ჰადსონი გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
43 წლის ქერათმიანი ლამაზმანი „ელი სააბის“ „შიშველ კაბაში“ ბრწყინავდა, რომელსაც ბრჭყვიალა თვლები ამშვენებდა. კეიტი ფოტო ობიექტივის წინაშე მეუღლესთან და დედასთან ერთად პოზირებდა.
რაც შეეხება გოლდი ჰოუნს, 76 წლის მსახიობი შავ ორეულში იყო გამოწყობილი და საოცრად დახვეწილი, ორნამენტებიანი მოსაცმელი ეცვა.
კეიტ ჰადსონი „ოსკარ დე ლა რენტას“ 12 942 ევროიან კაბაში მშვენიერებას ასხივებს
ფოტო: „დედა-შვილი თუ დები?“ – 76 წლის გოლდი ჰოუნი და 42 წლის კეიტ ჰადსონი საოცარ ფოტოსესიაში
ბედნიერი ოჯახი – კეიტ ჰადსონი დედასთან და მამინაცვალთან ერთად მანქანაში გულიანად იცინის