LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი კომპენსაციის სახით 100 ათას დოლარს მიიღებენ

66

პაპარაცები, რომლებმაც ხუთი წლის წინ კეიტ მიდლტონის შიშველი ფოტოები გადაიღეს და სხვადასხვა მედიასაშუალებებს მიყიდეს, საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაიხდიან – ასეთი დასკვნა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. გამომცელემლი ერნესტო მაური და ჟურნალ Closer-ის მთავარი რედაქტორი, ლოურენს პიეი, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიდლტონს 100 ათას დოლარს გადაუხდიან. აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის ადვოკატი 1,6 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ თანხა ამ ოდენობამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ჟურნალმა Closer ნახევარდ შიშველი კეიტ მიდლტონის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით „ო, ღმერთო ჩემო!“, რომლებიც პაპარაცებმა კეიტისა და უილიამის ფრანგული არდადეგების დროს გადაიღეს.

ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა პრინცმა უილიამმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგი ხალხისგან მისი სტუმრების მიმართ მეტ პატივისცემას მოელოდა და იმ საშუალებამ, როგორც მათ ეს ფოტოები მოიპოვეს, ისინი უბრალოდ შოკში ჩააგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები