კეიტ მოსმა მოდურ ფოტოგრაფს მერთ ალასს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა – მოდელი ტორტიდან ამოხტა და Happy Birthday შეასრულა.
ფოტოგრაფმა იუბილე ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა და სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო. თუმცა, საღამოს მთავარი ვარსკვლავი 44 წლის კეიტ მოსი გახდა. ალასი სიურპრიზით აღფრთოვანებული დარჩა და სუპერმოდელის მიერ შესრულებული სიმღერაც დიდი სიამოვნებით მოისმინა.
მოსი როგორც ყოველთვის ამჯერადაც ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა და მისი გამოჩენა ძალან ეფექტური გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შესრულებული Happy Birthday არც თუ ისე იდეალური იყო, მოდელმა მაინც მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

A post shared by Mert Alas (@mertalas) on


