თანამედროვეობის ერთ-ერთმა წარმატებულმა დიჯეიმ, შოტლანდიელმა კელვინ ჰარისმა სიმღერაზე „My Way“ კლიპი გამოუშვა.
ვიდეო საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. ბუნებრივია, მასში მთავარ როლში ლამაზმანი მონაწილეობს. რამდენიმე დღეში კლიპმა Youtube-ზე 7 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ სინგლი „My Way“ 16 სექტემბერს გამოვიდა და ბრიტანეთის, ავსტრალიის, ბელგიისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში საკმაოდ კარგი პოზიციებიც დაიკავა.