ახალგაზრდა და პერსპექტიულ მოდელს კენდელ ჯენერს, მსოფლიო პოდიუმებზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს და ცნობილ ბრენდებთან გაფორმებული ძვირადღირებული სარეკლამო კონტრაქტებიც. თუმცა, ყველა დიზაინერი არაა აღფრთოვანებული კიმ კარდაშიანის უმცროსო დით. კელვინ კლაინმა აღიარა, რომ თეთრეულის რეკლამამ, სადაც ჯენერი მონაწილეობს, მისი მოლოდინი არ გაამართლა.
”მე და კენდელი პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ის შესანიშნავი ქალბატონია, თუმცა არასდროს ავირჩევდი მოდელად კომპანიის ხელმძღვანელად რომ დავრჩენილიყავი. დღეს მოდელის არჩევისას აქცენტი არა დიზაინერის ხედვის რეალიზებაზე, არამედ ქსელში ფოლოვერებზე რაოდენობაზე კეთდება, რაც ვფიქრობ, არ გაამართლებს და ძალიან მალე დაკარგავს აქტუალურობას, რადგან გასაყიდ პროდუქტს ეს ნამდვილად ვერ მოუტანს წარმატებას”, – აღნიშნა კელვინ კლაინმა.