9 ივნისს, ლოს-ანჯელესში, საიუბილეო, 25-ე BET Awards გაიმართება. დაჯილდოებას, კევინ ჰარტი წაიყვანს. კომიკოსი ამ ამპლუას შოუზე, 2011 წლის შემდეგ, მეორედ მოირგებს.
დაჯილდოების ტოპ ნომინანტად – კენდრიკ ლამარი დასახელდა. რეპერს 10 ნომინაცია მიენიჭა.
ლამარის შემდეგ, ნომინაციებს დოჩი, დრეიკი, Future და GloRilla ლიდერობენ. ისინი წარდგენილი 6-6 ნომინაციაში არიან.
ღონისძიების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საღამოზე გაიცემა სპეციალური პრემია – Ultimate Icon Award, რომელსაც მერაია ქერის, სნუპ დოგს, ჯეიმი ფოქსსა და კირკ ფრანკლინს მიანიჭებენ.
შეგახსენებთ, რომ BET Awards, რომელიც ყოველწლიურად სატელევიზიო არხის – Black Entertainment Television მიერ ტარდება, მუსიკაში, კინოში, სპორტსა და გასართობი ინდუსტრიის სხვა მიმართულებებში გამორჩეულ შავკანიანებს ავლენს.
შარშანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორებად – თაილა, აშერი და ვიქტორია მონე იქცნენ.
ვიდეო: აშერის შემოქმედების ტრიბიუტი და აფროამერიკული წარმოშობის ვარსკვლავების ტრიუმფი BET Awards-ზე
25-ე BET Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.