„საგანმანათლებლო სექტორში კოვიდრეგულაციების გამო ყველაზე მეტად კერძო ბაღები დაზარალდნენ. მთავრობის გადაწყვეტილება კერძო ბაღებთან მიმართებაში არის დისკრიმინაციული“,-ამის შესახებ საგანმანათლებლო ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი სისვაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
ასოციაციის წევრები მთავრობასთან შეხვედრას და ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ითხოვენ.
„კოვიდ პანდემიის შედეგად, საგანამანათლებლო სექტორში ყველაზე მეტად კერძო ბაღები დაზარალდნენ. სკოლებს, უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, რომ დისტანციური სერვისი შესთავაზონ და ანაზღაურებას ამის სანამცვლოდ ღებულობენ, თუმცა კერძო ბაღების შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
250 კერძო ბაღია რეგირტრირებული საქართველოში და ამ სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 30 000 ადამიანი.
ფაქტობრივად უკვე 9 თვეა მთავრობის დადგენილების საფუძველზე ამ სექტორმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ეს ადამიანები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ძირითადი ფართები კერძო ეკონომიკურ სუბიექტებს ნაქირავები აქვთ კერძო და იურიდიული პირებისგან. ქირავნობის ხელშეკრეულებები მიბმულია საბანკო ვალდებულებებთან. ამ პერიოდში ხდებოდა იჯარის გადასახადების გადახდა შემცირებული ხარჯებით იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ფართები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პროგნოზი რა ბედი გვეწევა მომავალში.
არაერთი წერილი მივწერეთ ბიზნეს ომბუდსმენს, უწყებათაშორის საბჭოს. ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია”,-აცხადებს ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელი დირექტორი.
ის მთავრობის გადაწყვეტილებას კერძო ბაღებთან მიმართებაში დისკრიმინაციულს უწოდებს.
“ყველაზე დიდი პრობლება დისკრიმინაციული მიდგომებია. ჩვენ ვართ კერძო სუბიექტები და ბაღების სააგენტოს არ ვექვემდებარებით, არც განათლების სამინისტროს. სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა კი ასეთია. საჯარო ბაღების ბენეფიციარ ბაღის ბავშვებს საკვებ ულუფას უგზავნიან სახლში. ასევე საჯარო ბაღების პედაგოგებს უხდიან ხელფასს იმ შენატანებიდან, რომელიც ჩვენ შეგვაქვს ბიუჯეტში გადასახადების სახით.
რა დააშავა კერძო ბაღის ბენეფიციარმა ბავშვმა, ან პედაგოგი რატომ დარჩა კარს მიღმა, როცა კერძო სექტორი არის გადასახადის გადამხდელი ?
ბიზნესომბუდსმენი გვპირდება შეხვედრის ორგანიზებას, მაგრამ ჯერჯერობით არ შედგა. ეკონომიკურ სუბიქტებთან გამართულ არცერთ შეხევედრაზე კერძო ბაღების ნაწილი არ იყო მიწვეული და არ იყო მათი პოზიცია მოსმენილი“,“,-განაცხადა საგანმანათლებლო ასოციაცია “ნათის” პრეზიდენტმა.