LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო კლინიკაში გადაყვანა პატიმრის სურვილზე არაა დამოკიდებული, წესი ყველასთვის წესია: მიხეილ სარჯველაძე

55
მიხეილ-სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მე-18 პენიტენციური დაწესებულება არავითარ საფრთხეს და რისკს არ შეიცავს და შესაბამისად არ შეიძლება ხელაღებით მოთხოვნა, სამედიცინო სერვისის რომელიმე კერძო კლინიკაში მიწოდება.

სარჯველაძის განცხადებით, ეს სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია.

“როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული?! – ეს ასე არ არის და წესი ყველასთვის წესია!” აცხადებს სარჯველაძე

სარჯველაძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს.

„მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ მოხერხებადია უკლებლივ ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია. უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ამ პირობებში არ შეიძლება ხელაღებით მოთხოვნა იმისა, რომ გინდა თუ არა სამედიცინო სერვისის მიწოდება რომელიმე კერძო კლინიკაში განხორციელდეს, რაკი რომელიმე პატიმარს ასე სურს. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია.

რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, აღნიშნული გარემოებები მხედველობაში მანაც უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.