LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი ჰოლმსი შეყვარებულს 8 თვიანი რომანის შემდეგ დაშორდა

170
page

43 წლის კეტი ჰოლმსი ხანმოკლე რომანებითაა ცნობილი. ბოლო პერიოდის განმავლობაში მან მოახერხა და ორ შეყვარებულს დაშორდა. ამჯერად საუბარია „გრემის“ ნომინანტი მუსიკოსის, ბობი ვუტონის შესახებ. წყვილი სულ რაღაც რვა თვე ხვდებოდა ერთმანეთს.

„ისინი ერთმანეთს გასულ კვირას დაშორდნენ. კეტი ბობის შესახებ აღარაფერს ჰყვება. ის არ გამოდგა გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემა US Weekly.

ცნობისთვის, ბობი კეტიზე 10 წლით უმცროსია. ტაბლოიდები აცხადებენ, რომ სწორედ ასაკობრივი სხვაობა გახდა განშორების მიზეზი.

გასული წლის ბოლოს კეტი შეფ-მზარეულს, ემილიო ვიტოლოს ხვდებოდა, თუმცა მათი რომანიც ხანმოკლე გამოდგა.

კეტი ჰოლმსი შეყვარებულს 8 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა

„ვიმეორებთ ამ ლუქს“ – კეტი ჰოლმსის ყველაზე სექსუალური იმიჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები