LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერიმ American Idol დატოვა – მომღერალმა გამოსამშვიდობებელი პერფორმანსისთვის გიგანტური კაბა მოირგო, რომელიც ნუცა ბუზალაძის ფოტოთი იყო გაფორმებული

687
12138_3957483_katy1_updates

19 მაისს, American Idol-ის 22 სეზონი დასრულდა. ამერიკული სატელევიზიო სიმღერის კონკურსი კეტი პერის მონაწილეობით, ABC-ის ეთერში ბოლოჯერ გავიდა, რადგან მომღერალს ჟიურის წევრებს შორის აღარ ვიხილავთ. 7 წლის შემდეგ, მუსიკოსმა პროექტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, მან ჯერ კიდევ თებერვალში გაავრცელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შოუს უკანასკნელი ეპიზოდი არტისტის გულშემატკივრისა და გადაცემის მაყურებლისთვის, უდავოდ შთამბეჭდავი და ამაღელვებელი აღმოჩნდა. 39 წლის შემსრულებელმა გამოსამშვიდობებელი პერფორმანსისთვის გიგანტური კაბა მოირგო, რომელიც 7 სეზონის განმავლობაში, ჟიურის წევრად ყოფნის დროს, მისი აღმოჩენილი კონკურსანტების, მათ შორის ნუცა ბუზალაძის ფოტოთი იყო გაფორმებული.

კეტი პერი American Idol-ის ჟიურის წევრი, 2018 წელს გახდა. ის პროექტს ლაიონელ რიჩისთან და ლუკ ბრაინათან ერთად, მე-16 სეზონში შეუერთდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები