კეტი პერის მიმდინარე ტურნეს ევროპული კონცერტების სერიის დაწყების თარიღი ცნობილია. The Lifetimes Tour-ის ევროპული ნაწილი სტარტს 4 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში აიღებს და 11 ნოემბერს, ესპანეთში დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, არტისტი კონცერტებს ასევე ისეთ ევროპულ ქვეყნებში გამართავს, როგორებიცაა: შოტლანდია, ინგლისი, ბელგია, გერმანია, დანია, საფრანგეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და იტალია.
ევროპიდან ტურნე აზიაში გადაინაცვლებს და 7 დეკემბერს, საამიროებში დასრულდება.
კეტი პერისთან რომანტიკული ვახშმის შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრი მომღერლის კონცერტზეც გამოჩნდა

შეგახსენებთ, რომ კეტი პერიმ შარშან, მეშვიდე სტუდიური ალბომი – 143 გამოუშვა, რომელიც კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს. დისკს არც კომერციული წარმატებისთვის მიუღწევია, თუმცა მის მხარდასაჭერად ტურნე მაინც დაიგეგმა და ის 23 აპრილს, მექსიკიდან დაიწყო. ამასთან, შემსრულებელი ტურნეში 7 წლიანი პაუზის შემდეგ იმყოფება.