LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერის პირველი კომენტარი ორლანდო ბლუმის „ღალატის“ შესახებ

64

რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდები ორლანდო ბლუმის ღალატზე წერდნენ, როდესაც მისი და სელენა გომესის ინტიმური ფოტო გამოქვეყნდა ერთ-ერთი ღამის კლუბიდან. კეტი პერი, ამ ამბავზე სიჩუმე დაარღვია და პირველი კომენტარი გააკეთა, საკმაოდ ორიგინალური.

თავის „ტვიტერზე“ მომღერალმა სიყვარულის სევდიანი ისტორიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დააწერა: „სულ ეს არის?“

ცნობისმოყვარე ჟურნალისტები ეცადნენ გაერკვიათ, რას ნიშნავს პერის ეს კომენტარი. საბოლოო ჯამში კი მათ დაასკვნეს, რომ პერი სერიოზულად არ აღიქვამს მომხდარს, რადგან ფოტოზე, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, ფაქტობრივად, სახის გარჩევა შეუძლებელია.

13230997_1188029644570777_1163061395_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები