LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეთილი იყოს ჩემი ფეხი… აგვისტოში დასვენება არ გველოდება, გველოდება ცხელი აგვისტო… ჩემი სურვილია, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“ – „რუსთავი 2-ის“ ახალი დირექტორი, ბაკურ ბაკურაძე სამომავლო გეგმების შესახებ

518
ბაკურ ბაკურაძე

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – მე ზუსტად ახლა დავიწყებ დაგეგმვას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ აგვისტოში დასვენება არ გველოდება“, – ამის შეახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ახალმა დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელმა, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრას გეგმავს ტელეკომპანიის ყველა მიმართულების ხელმძღვანელთან:

„რუსთავი 2-ის“ ახალ ხელმძღვანელად ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა – ბაკურაძე თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ახალი დირექტორი ჰყავს. ტელეკომპანიის ცნობით, „მედია ჰოლდინგის“ ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი, ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

„კეთილი იყოს ჩემი ფეხი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – მე ზუსტად ახლა დავიწყებ დაგეგმვას.

რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ აგვისტოში დასვენება არ გველოდება. გველოდება ცხელი აგვისტო და იმედი მაქვს, რომ – მაყურებლისთვის სასიამოვნო სექტემბერი. შევხვდით ყველა მიმართულების ხელმძღვანელებს.

ახლა დავიწყებ ყველგან ცალ-ცალკე შეხვედრას. ჩემი სურვილია, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ.

იმედია, ის ჩანაფიქრები, რომელიც „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით მაქვს, ადგილობრივ, არაჩვეულებრივ სტაფთან ერთად, შესრულდება”, – აცხადებს ბაკურ ბაკურაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g