დიეგო მარადიონას გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ყველამ თავისებურად გააცილა ლეგენდა იმ ქვეყნად. ბევრმა დაწერა, რომ ზეცაში ღმერთი ღმერთს შეხვდა. ეს ამბავი მხატვრებმა კეთილ შარჟებშიც აღწერეს და ყველაზე მეტად დიეგოს “ღმერთის ხელზე” გაამახვილეს ყურადღება. დიეგო ღმერთს ხელს უბრუნებს, რომლის დახმარებითაც ერთ დროს მსოფლიო მწვერვალზე ავიდა (1986 წლის მუნდიალი).
ნუ ტირი ჩემთვის არგენტინავ – ცნობილი სიმღერა და ფრაზა;
ბედნიერი დედამიწა, რომელიც ამბობს, რომ – ის მას შეეხო;
თამაში სამოთხეში ანგელოზებთან ერთად;
დედამიწაზე დატოვებული “მარადონისტები”;
ღმერთისთვის მიცემული ავტოგრაფი…
ყველამ თავისებურად დაინახა დიდი ლეგენდის გადასვლა სხვა სამყაროში.