LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი საქმე: მანჩესტერმა გამოქვაბულის ბავშვები დაპატიჟა და “მაგრად აგულავა” (ფოტო, ვიდეო)

107

„მანჩესტერმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ის ბავშვები მიიყვანა, რომლებიც ტაილანდში გადაარჩინეს. უიქ-ენდის ყველაზე კეთილი ისტორია.

შეგახსენებთ, 23 ივნისს საბავშვო გუნდი ვარჯიშის შემდეგ თხამ ლუანგის მღვიმეში გასასეირნებლად წავიდა. მერე საშინელება მოხდა. დაიწყო ძლიერი წვიმები და 11-17 წლის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი წყლადიდობის გამო გამოქვაბულში გამოიკეტნენ. ცხრა დღე დაკარგულად მიიჩნევდნენ. საბოლოოდ ბავშვები ცოცხლები ნახეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გვერდზე არ გამდგარა და ჯერ კიდევ ივლისში დაწერა, რომ მოხარული იქნებოდა ბავშვები „ოლდ ტრაფორდზე“ ეხილა. თითქმის 4 თვის შემდეგ ედ ვუდვორდმა სიტყვა შეასრულა და ბიჭები უდიდეს არენაზე მიიწვია.

 

„ევერტონთან“ საშინაო მატჩამდე ერთი დღით ადრე „უაილდ ბოარსის“ გუნდი კლუბის ბაზას ესტუმრა, შემდეგ კი ტაილანდელმა მოზარდებმა „იუნაიტედის“ ვარსკვლავების ვარჯიშს უყურეს. ფეხბურთელებმა ბავშვები გულიანად მიიღეს.

 

ჟოზეც თბილად შეხვდა ნორჩ ფეხბურთელებს.

სტუმრებს „ოლდ ტრაფორდზე“ ექსკურსიაც მოუწყვეს, მისცეს ფორმები, შემდეგ კი „ევერტონთან“ თამაშზე (2:1) მიიწვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g