ჰოლივუდის ვარსკვლავი, კევინ კოსტნერი ახალი ურთიერთობის მიმართ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. როგორც Us Weekly წყაროებზე დაყრდნობით წერს, 71 წლის მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა ხვდება 46 წლის კელი ნუნან გორესს, თუმცა ურთიერთობას არაოფიციალურ ჩარჩოებში ინარჩუნებს.
გამოცემის ცნობით, კოსტნერმა და გორსმა ურთიერთობა გასული წლის აგვისტოში დაიწყეს, მას შემდეგ რაც მსახიობმა 2024 წელს საბოლოოდ დაასრულა ხმაურიანი და მძიმე განქორწინება ყოფილ მეუღლესთან, ქრისტინა ბაუმგარტნერთან.
კევინ კოსტნერი ახალ წელს ქალიშვილთან ერთად ასპენში ხვდება
წყაროების თქმით, წარსული გამოცდილების გამო, კოსტნერი ახალ რომანში ძალიან ფრთხილია.
„ის სიფრთხილით ეკიდება ამ ურთიერთობას და არ ჩქარობს გადაწყვეტილებების მიღებას. წყვილი ერთმანეთს მაშინ ხვდება, როცა დატვირთული გრაფიკი ამის საშუალებას აძლევს. ისინი ხშირად ატარებენ დროს კოსტნერის სანტა-ბარბარას მამულში. მათ უყვართ სახლში ვახშმობა, სანაპიროზე სეირნობა და მშვიდი საღამოები“, – ამბობს ინსაიდერი.
ცნობისთვის, კევინის რჩეული მილიარდერი, ალეკ გორესის ყოფილი მეუღლეა.


