68 წლის კევინ კოსტნერი შეყვარებულია, მისი რჩეული 49 წლის მომღერალი ჯუელია. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსახიობი და მომღერალი ერთად გამოჩნდნენ კარიბის ზღვის სანაპიროზე, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კუთვნილ კუნძულზე.
საინტერესოა, რომ კოსტნერი მეუღლეს ორი თვის წინ დაშორდა და როგორც ჩანს, მიზეზი ახალი სიყვარული იყო.
ჯუელი კარგად ახსოვს მსმენელს 90-იანი წლების პოპულარული ჰიტებით Foolish Games და You were meant for me.
49 წლის მომღერალი მეუღლეს, ტაემ მიურემს 2014 წელს დაშორდა და მისგან ერთი ვაჟი ჰყავს.
„კევინ კოსტნერს მეუღლემ ძმაკაცთან უღალატა“ – კრისტინა ბაუმგარტნერი ჰავაიზე გამოიჭირეს