„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ“, – ამ განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გეგმავს ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან დაზავებას.
ხაბეიშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, ეს პირობითად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს. როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობაში ვერ ხედავს, თუ მთელი ენერგია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული:
„მართლა არ მინდა ჭორაობაში შევიდე. ჩემი აზრით, კონკრეტულ ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაციები არსებობს. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ.
არ არის აუცილებელი, ეს პირობითად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან ვთანამშრომლობ. პრობლემას ვინმესთან თანამშრომლობის ვერ ვხედავ, თუ მთელი ენერგია მიმართულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნიკა მელია: ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია
