„WHW-მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და მტკიცებულებაა, რომ რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა – თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან!“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გელათში მიმდინარე მოვლენებზე დუმილი დანაშაულია!
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს:
„გრძელდება გელათის მიზანმიმართული განადგურება. WHW-მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურება და მტკიცებულებაა, რომ რუსული პარტია, რუსი ოლიგარქი და ჯალათეა – თეა წულუკიანი, პირადად არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რასაც გელათში სჩადიან!
პარლამენტი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ ყველა დოკუმენტს არ იცნობს, თუმცა რაშიც გაერკვნენ და კულტურის სამინისტროს მიმართეს, დამაჯერებელი პასუხები მიიღეს.
ელისო ბოლქვაძე გელათზე: თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ვხედავ - საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა ადვილი არ არის
საუკუნის დანაშაული, ისტორიული უთავმოყვარეობა და საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მტრების მიზანმიმართული მოქმედებები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, ჩამოვიყვანოთ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები და ეს ყველაფერი ჩვენ უზრუნველყოთ ფინანსურად.
ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, დანაშაულია გელათში მიმდინარე მოვლენებზე დუმილი! ხმა ამოვიღოთ ყველამ და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი იდენტობა.“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, WHW–World Heritage Watch (მსოფლიო მემკვიდრეობის მაყურებელი) დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა. WHW-მ გელათში არსებულ ვითარებაზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სარესტავრაციო სამუშაოების მიუხედავად, გელათის უნიკალური ფრესკები კვლავ ნადგურდება და ადგილზე არცერთი ექსპერტი არ ყოფილა, რომელიც აღდგენას ზედამხედველობას გაუწევდა.