LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“

298
Untitled design (2)

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, მოსამართლის მიერ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარს კიდევ ერთხელ, ამჯერად, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებულ პოსტში ეხმაურება.

„ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი“ – მიხეილ სააკაშვილი

როგორც შალვა ხაჭაპურიძე წერს, „მიხეილ სააკაშვილს მაინც გაიყვანს და გადაარჩენს“.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს!

მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი „მართლმსაჯულება“!

კარგი იყო, ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო“, – წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე:

„ეს საქმე 2-3 დღეში სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება…არ უნდა დავნებდეთ“ – შალვა ხაჭაპურიძე

„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს“ – მამუკა მდინარაძე

„საქართველო, შენ წამართვი ჩემი ახლობელი ადამიანი, ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო“ – ლიზა იასკო

„ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ – ნიკა მელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g