LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

93
prokuratura

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე დაკითხეს 40-მდე მოწმე და გამოიკვლიეს საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება. პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით.

„აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად, მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს წარადგენენ 25 მარტს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გავლენ სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად,“ – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g