LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხალხის ტალღები მიაცურებენ საქართველოს ნათელი მომავლისკენ, მშვიდობისკენ! უყურე, ევროპა!” – რეჟისორი დათა თავაძე

135
2024-05-11_22-31-03_431244

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

,,ეს ვართ ჩვენ! ეს არის ყვე­ლა! ხალ­ხის ტალ­ღე­ბი მი­ა­ცუ­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ, მშვი­დო­ბის­კენ, გა­ნათ­ლე­ბის­კენ, თა­ნას­წო­რო­ბის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, სიყ­ვა­რუ­ლის­კენ – იმ ყვე­ლაფ­რის­კენ, რაც ლა­მა­ზია! უყუ­რე, ევ­რო­პა!”, – წერს დათა თა­ვა­ძე.

თბილისის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ „ევროპის მარში“ მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან წამოვიდნენ.

„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მსვლელობა

მსვლელობით მოემართებიან აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები რუსთაველის გამზირზე, ასევე მარჯანიშვილის მოედნისა და მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარედ.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში”- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ამ წუთებში მარშს 4 ლოკაციიდან მართავენ

პოპულარულები