LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხისგან მოვიდა საჩივარი, ძალიან მოგვწონს თქვენი სიმღერები და ახალი როდის იქნებაო… უკვე, მოვამზადეთ 2 სიმღერა…“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

150
კვარტეტი „ვივო“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ კვარტეტი „ვივო“ სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერების „ჩემი თბილისის საღამო“ და „კარგო გოგო“ პრემიერა შედგა.

როგორია საახალწლო განწყობა?

სალომე: სტანდარტულად, გვიხარია, ვართ მოლოდინებში.

როგორი იყო 2025 წელი კვარტეტისთვის „ვივო“?

გოგა: ცოტა ხანი რეპეტიციებში ვიყავით და სხვათა შორის, ხალხისგან მოვიდა საჩივარი, ძალიან მოგვწონს თქვენი სიმღერები და ახალი როდის იქნებაო… უკვე, მოვამზადეთ 2 სიმღერა.

ვისაუბროთ თქვენს ახალ ნამუშევრებზე – „ჩემი თბილისის საღამო“ და „კარგო გოგო“.

სალომე: ორივე სიმღერა გოგი ცაბაძეს ეკუთვნის.

სიმღერის იდეა და არჩევანი, რა თქმა უნდა, გოგასი იყო. დარწმუნებული ვარ, „ჩემი თბილისის საღამო“ ყველა ქალაქელს ძალიან უყვარს. გოგამ იდეალურად გააკეთა ხმები. გაშლას და სიმფონიას მთლიანად მურთაზ ჩიხლაძე აკეთებს. სიმღერის ტექსტი ლევან ჭუბაბრიას ეკუთვნის. ვეცადეთ, ეს სიმღერა ისე გაგვეკეთებინა, როგორც ჯერ არ გაკეთებულა.

რაც შეეხება მეორე სიმღერას, „კარგო გოგო“, ძალიან, ძალიან ძველი სიმღერაა. არის საკმაოდ მივიწყებული, მაგრამ ძალიან მაგარი სიმღერაა. კვარტეტში ძალიან მაგრად გამოვიდა. ჯაზურად არის გაკეთებული. მგონია, რომ კარგმა ყურმა, კარგად უნდა აღიქვას.

კვარტეტი ვივო – ჩემი თბილისის საღამო

კვარტეტი ვივო – კარგო გოგო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

კვარტეტი “ვივო” – თოვლი მოდის. Live

კვარტეტი “ვივო”. პრემიერა თაკოსთან

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები